ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები ისევ აქტიურად გრძელდება

15.02.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები ისევ აქტიურად გრძელდება.
14 თებერვალს გაიწმინდა ფსორის, ბაჯიხევის, შქმერის, ბარი – მრავალძლის როგორც საავტომობილო, ასევე, სოფლის შიდა საუბნო გზები.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა