მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში გაიმართა კინომუსიკის საღამო. კონცერტზე გაჟღერდა ცნობილი და საყვარელი მელოდიები ქართული და უცხოური ფილმებიდან.
კინომუსიკის საღამოში მონაწილეობას იღებდნენ კულტურის სახლის საესტრადო წრის აღსაზრდელები( პედაგოგი თეონა ჯაფარიძე) , ფოლკლორული წრის მოსწავლეები (პედაგოგი ირემა ჯაფარიძე), ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელები (პედაგოგი გიორგი რეხვიაშილი) , ხალხურ საკრავთა შემსწავლელი წრის მოსწავლეები (პედაგოგი ნათია ჯოხაძე) და ანსამბლი რაჭა.
კინომუსიკის საღამოს ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.