ონის გიგა ჯაფარიძის სახელიბის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ონის მოსახლეობასა და “შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენელს მამუკა ქვათაძეს შორის

27.04.2021წ.

27 აპრილს, ონის გიგა ჯაფარიძის სახელიბის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ონის მოსახლეობასა და “შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენელს მამუკა ქვათაძეს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქ ონის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მამუკა ქვათაძემ მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი და ისაუბრა პროექტზე, რომელიც ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს.
შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ “შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენელი მამუკა ქვათაძე მომავალში ისევ შეხვდება ონელ მოსახლეობას, რომ სამომავლოდ ერთობლივად გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა ქალაქში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს