მოქალაქეთა საყურადღებოდ!

11.05.2021წ.

მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოყოფილი არიან Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ რიგის დაჯავშნაში.
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები:
● გრიგოლ კენჭაძე – 591 010432
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
● ხალიბა მაისურაძე – 599 252284
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
რიგის დაჯავშნაში პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჯავშანს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ და ვაქცინაციის თარიღს აცნობებს ბენეფიციარს.
ვაქცინაცია, ამ დროისათვის მიმდინარეობს:
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ონი
მისამართი: ონი, ვახტანგ VI ქ. N10
შპს „ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
მისამართი: ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. N11.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა