მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ონის მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი სამედიცინო პროგრამების განხორციელება გრძელდებ

10.02.2022წ.

მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ონის მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი სამედიცინო პროგრამების განხორციელება გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წელს, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1039 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილების ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 233379 ლარი გაიცა.
ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:
ავადმყოფთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა ყოველთვიური დახმარება.
ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება
ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება.
უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა.
ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება.
არასაპენსიო ასაკის შშმ პირების მათ შორის ბავშვების, ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის 252 500 ლარი დაიხარჯება.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის დაცვის განყოფილებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს