მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

31/07/2026

მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომას ასევე ესწრებოდა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სორტუანის დასახლებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს/კ 88.13.26.416) 500.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირისათვის — გიორგი მეტრევლისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლით, 2 (ორი) თვის ვადით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
2. 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის N5 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ 2025 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დამტკიცების თაობაზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა