28.06.2022
მიმდინარე წლის 28 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღისწესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. „ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის № 4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის აიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენრტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გარე განათების მდგომარეობის შესახებ.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შუქურა ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
7. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალავერდ ხვედელიანის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში წევრად შეყვანის შესახებ.
8. საკრებულოს წევრის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მარკოიშვილის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიიდან, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიაში გადაყვანის შესახებ.
9. საკრებულოს წევრის შუქურა ჯაფარიძის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასა და სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიაში შეყვანის შესახებ.
10. სოფ. გლოლაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.