მიმდინარე წლის 27 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

27/03/2025

მიმდინარე წლის 27 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქ.ონში, აღმაშენებლის ქუჩა N40 -ში (ს/კ 88.18.24.060), მდებარე უძრავი ქონებიდან, 1.0 კვ.მ ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სს „თიბისი ბანკისათვის’ ს/კ 204854595 სასყიდლით (795.0 ლარი წელიწადში) გადაცემის შესახებ.
3. 2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და საზედამხედველო სუბიექტების მიმდინარეობისა და ხარისხის შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა