მიმდინარე წლის 27 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

27/03/2025

მიმდინარე წლის 27 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქ.ონში, აღმაშენებლის ქუჩა N40 -ში (ს/კ 88.18.24.060), მდებარე უძრავი ქონებიდან, 1.0 კვ.მ ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სს „თიბისი ბანკისათვის’ ს/კ 204854595 სასყიდლით (795.0 ლარი წელიწადში) გადაცემის შესახებ.
3. 2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და საზედამხედველო სუბიექტების მიმდინარეობისა და ხარისხის შესახებ.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 15, 16, 17 აგვისტოს, ბეე-რშევას სახელობის პარკში მასშტაბური სპორტული ფესტივალი გაიმართება.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალავერდ ხვედელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილთან ერთად, სოფელ ბარში შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.