27.04.2022
მიმდინარე წლის 27 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ლევან ორდინიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მერთა შეთანხმება კლიმატის ცვლილების შედეგთა შერბილებისა და ადაპტაციის მიზნების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს “ ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ჯგუფისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე”.
კომისიამ მოიწონა პროექტის – „მერთა შეთახმებასთან“ მუნიციპალიტეტის შეერთების საკითხი და ასევე თანხმობა განაცხადა შპს “ ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ჯგუფისათვის“ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე.