მიმდინარე წლის 22 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

22.06.2023

მიმდინარე წლის 22 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N 39 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის „უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა“-ის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს