მიმდინარე წლის 21 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

მიმდინარე წლის 21 თებერვალს  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა,

რომელსაც თავმჯდომარეობდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- შუქურა ჯაფარიძე.

სხდომას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის  მერი-ემზარ საბანაძე და მერიის სამსახურის წარმომადგენლები.
 

 

 

                              განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  1. . ,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

  1. “ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”.

 

 

  1. “ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

 

 

  1. „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

 

 

  1. „ონს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტი N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

  1. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

  1. 2019 წელს ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტის მოწონების თაობაზე – ქ. ონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის პროექტი.

 

  1.  ქ. ონში აღმაშენებლის ქუჩა ნ46-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 88.18.24.007) 499,2 კვ.მ -ის ფართობის ა(აიპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.

 

  1. ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური, განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2018 წელში გაყიდული ქონების შესახებ.

 

 

  1. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ

 

 

21 თებერვალი

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა