15
19.05.2022
მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის I კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. „ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქ.ონში ჩაჩაშვილის ქუჩა N99-ში (ს/კ 88.18.28.0740, მდებარე უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სს საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისათვის (ს/კ 239403463) გადაცემის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაბინძურების შესახებ.
6. საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხების შესახებ.