12
18.05.2023
მიმდინარე წლის 18 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არსებული ციფრებით სახელდების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მდგომარეობის შესახებ.