21
ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი
მიმდინარე წლის 17 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ ონი-ირის მიმართულებით მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი.
დღეის მდგომარეობით ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე.
სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-როუდი“ და ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამბროლაური ავტოგზა 10“.
აღნიშნული მიმართულებით ასფალტირების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.