მიმდინარე წლის 10 ივლისს ,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ

მიმდინარე წლის 10 ივლისს ,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლების წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების საკითხს.
მერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისის კონტროლს, რათა მოხდეს თანხების ეფექტური და შედეგიანი ხარჯვა .
ყურადღება გამახვილდა საკარმიდამო ნაკვეთების გადაფორმების პროცესსა და აღნიშნულ საკითხში წარმომადგენლების ჩართულობაზე. მერის მოადგილემ -ეკა მაისურაძემ სოფლის წარმომადგენლებს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები გააცნო და ისაუბრა სოფლების ჩართულობაზე “ონელობის” სახალხო დღესასწაულში.
თათბირს ესწრებოდა შპს ” მოედანი 2009″ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე .

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა