მთის რაჭაში , ღებსა და ჭიორაში ადგილობრივები „დიდება ბრძანეს” დღესასწაულს აღნიშნავენ

04.03.2021წ.

ძვირფასო ღებელებო და ჭიორლებო, გილოცავთ „დიდება ბრძანეს“ დღესასწაულს!
დღეს მთის რაჭაში , ღებსა და ჭიორაში ადგილობრივები „დიდება ბრძანეს” დღესასწაულს აღნიშნავენ.
აქ დღესასწაულს ყოველი წლის ხორციელის კვირის დიდ ხუთშაბათს ზეიმობენ. ეს არის ჯვრის გამოხსნის დღესასწაული. დღესასწაულის აღნიშვნას კი დიდი ისტორია უდევს საფუძვლად.
ადრე სვანებს ღების მაცხოვრის ტაძრიდან უმძიმესი მაცხოვრის ჯვარი წაუღიათ… იმხანად, ჭიორელ მონადირეს ივანე ბახთაძეს, დათვზე ნადირობის დროს, შემთხვევით თოფის გასროლით შვილი შემოკვდომია, ამ ცოდვის გამოსასყიდად გადაუწყვეტია მაცხოვრის ჯვრის საძებრად წასვლა.
წასვლისას ბახთაძეს ღებელებისთვის დაუბარებია, ერთი კვირა მელოდეთ, თუ ამ ხნის განმავლობაში არ გამოვჩნდები, დაღუპულად ჩამთვალეთ და მიგლოვეთო. მართლაც, მისი წასვლიდან გასულა ერთი კვირა, მაგრამ ბახთაძე არსად ჩანდა. ხალხს სამი დღით გლოვა და მარხვა გამოუცხადებიათ. ამ დროს კი სვანეთში გადასული ივანე ბათხაძე მოჯამაგირედ დასდგომია სვანებს.
ერთხელ, წირვის შემდეგ, დაკეტილ საყდარში დარჩენილა და ჯვრის გამოტანა სარკმლიდან მოუნდომებია. თავად გამოსულა, მაგრამ ჯვრის გადმოტანა გასჭირვებია, , ჯვრი სარკმელში ვერ გამოტეულა. შესთხოვა თურმე უფალს, – დალოცვილო მაცხოვარო, იდრიკე თავი, თუ არა შენც რჩები და მეცო. ისმინა უფალმა – ჯვარი დაიდრიკა. ეს მომხდარა ყველიერის კვირის დიდ ხუთშაბათს მას მერე დააწესეს ღებელებმა “დიდება ბრძანეს” დღესასწაული. ამ დღეს ღებელები სიმღერით ხვდებიან:
“დიდება ბრძანე მაცხოვრისა,
წმინდა გიორგისა, ზედ ქალაქშია
ჯვარცმისა. შეგეწიოთ მისი მადლი”.
მერე დააყოლებენ: “დიდება ბრძანე, მაცხოვრის ჯვარი მოვაბრძანე”
შემდეგ კი მთელი სოფელი სუფრას მიუსხდება და “დიდება ბრძანეს” დღესასწაულს აღნიშნავს.
უფალი ეწეოდეს ღებელებს , ჭიორლებს და მთელ საქართველოს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საკრებულოს წევრის გივი მეტრეველის გარდაცვალების გამო.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილს შეხვდა