მარიამობის დღესასწაული მრავალძლის ტაძარში

28.08.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ მრავალძლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სამეუფეო წირვას დაესწრო.
სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალძლის წმინდა ადგილიდან მიულოცეს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული რაჭას და სრულიად საქართველოს
ღვთისმშობელი მარიამის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო