მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელის დღესასწაულს აღნიშნავს

26.07.2023წ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელის დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა ქ. ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
საღრმთო ლიტურგიას მრევლთან ერთად, რაჭა-ლჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი – მერი სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი დაესწრო.
 მინდა ეს დიდებული დღესასწაული, ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრიდან მივულოცო სრულიად საქართველოს. მთავარანგელოზის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს – რაჭა-ლჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო