იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს – „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“

07.08.2024წ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს – „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“.
შეხვედრა 9 აგვისტოს, ქ.ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, 11:00 საათზე გაიმართება, მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს.
შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.