ირაკლი ქარსელაძე სტიქიის ზონიდან – ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ ვითარებაში, ყველაზე ეფექტიანია

12.08.2023წ.

ირაკლი ქარსელაძე სტიქიის ზონიდან – ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ ვითარებაში, ყველაზე ეფექტიანია
„სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს. მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე ვმუშაობთ“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რაჭის სტიქიის ზონიდან, განაცხადა.
მინისტრმა გაყვანილი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც, სტიქიის ზონიდან ავტომანქანების გამოყვანა მოხერხდა. სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გუშინ და დღეს, ჯამში – 20 ერთეული ავტომანქანა გამოიყვანეს. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე.
„ყველა სამუშაო მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიპოვოთ ცხედრები. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, საფიქრალი და საზრუნავი ეს არის. რეალურად, პირველივე დღიდან სამუშაოებში ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ ვითარებაში, ყველაზე ეფექტიანია. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ ძალისხმევაზე, რომელიც, ამ დღეების განმავლობაში, უშუალოდ მაშველებმა, ჯარისკაცებმა და მძიმე ტექნიკის ოპერატორებნა გასწიეს.“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.