ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

01.09.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1. სოფელი ბოყვა – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ დიმიტრი გოშაძე.
ჯამური ღირებულება – 3 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. სოფელი სამთისი – წყალსადენის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ მამუკა ბაკურაძე.
ჯამური ღირებულება – 19 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 10 000 სახელმწიფო ბიუჯეტი.
9 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სოფელი სამთისი – სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ლიზი“
ჯამური ღირებულება – 18736,32 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% ადგილობრივი ბიუჯეტი.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა