ინფრასტრუქტურის მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

by newadmin newadmin

28.05.2026წ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე, შესაბამისი სპეციალისტების – გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს მეწყრული პროცესების შესწავლა და სტაბილიზაციის ღონისძიებები.
სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელებისთვის, მდინარე ხეორზე მოეწყობა დროებითი ხიდი, ხოლო სამშენებლო პროცესის პერიოდში ავტოტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს.
მიმდინარე ღონისძიებების მიზანია გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონაკვეთზე არსებული რისკების შემცირება.
,,დღეს იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე საგზაო სამუშაოები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესები დავათვალიერეთ. ვიმყოფებოდით ონის შესასვლელში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა. აქტიურად ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადაში დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები და გადაადგილება უსაფრთხო გახდეს. პარალელურად, ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა, რათა მოსახლეობამ სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content