ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რაჭაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ადგილზე ეცნობა

11.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში, უზუნთა-საჩხერე-შქმერი-ონის საავტომობილო გზის შქმერი-ბოყვის მონაკვეთზე, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულია პროექტი, რომელიც პანორამული გადასახედის მოწყობას ითვალისწინებს
მინისტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის პოტენციური ლოკაცია დაათვალიერა და დეტალებს გაეცნო. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების შესაძლებლობები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა განიხილოს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა