ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

05.01.2022წ.

ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის აღნიშნული გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს