იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა

08.02.2022წ.იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) იწყებს განაცხადების მიღებას 2022 წლისთვის.პროგრამის მიზანია, ადამიანის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფით, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და უსაფრთხოების გაძლიერება. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.განაცხადები მიიღება 2022 წლის 31 მარტამდე.გრანტის მოცულობა: დაახლოებით 70,000 აშშ დოლარი.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი

როგორი სახის საქმიანობა დაფინანსდება?

• შენობის აშენება/რეაბილიტაცია.
• მსხვილი ტექნიკის შეძენა.
არ ფინანსდება:
• ხელფასები.
• დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).
• მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული და ა.შ).
• ერთჯერადი საქმიანობა (მაგ. ტრენინგები და ა.შ).
ვის შეუძლია შემოიტანოს განაცხადი?
• არასამთავრობო ორგანიზაცია.
• სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
• ადგილობრივი თვითმმართველობა.
დეტალური ინფორმაცია წესებისა და კრიტერიუმების შესახებ, ასევე, სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ:
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: grassroot2@tb.mofa.go.jp

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა