თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები ნაქერალას უღელტეხილისა და საჩხერე-ონის მიმართულებით

18.01.2026წ.

დილიდან, თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები ნაქერალას უღელტეხილისა და საჩხერე-ონის მიმართულებით.
გზებზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იყრება ქვიშა-მარილის ნარევი, ამ დროისთვის ორივე გზაზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
საჩხერე-ონის მთლიანი მომაკვეთი დამუშავდა ქვიშა-მარილის ნარევით და ნაქერალას უღელტეხილზე ამბროლაურის მიმართულებით ამ დროისთვისაც მიმდინარეობს ქვიშა- მარილის ნარევის დაყრა გზის 39-73 კმ მონაკვეთზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას!

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო