ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის გამოც გუშინ ღამით, საგლოლო – ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე ჩამოწვა მიწის მასა და მოძრაობა შეუძლებელი გახდა

11.02.2021წ.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის გამოც გუშინ ღამით, საგლოლო – ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე ჩამოწვა მიწის მასა და მოძრაობა შეუძლებელი გახდა.
დღეს დილიდან აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად დაიწყო და საავტომობილო მიმოსვლა დროულად აღდგა. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ონიგზა – 99“ ასრულებდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი,, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და გაეცნენ არსებულ ვითარებას.
 გზების წმენდის სამუშაოები და მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო