19
12.06.2023წ.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დიდი პოეტის და ღირსეული რაჭველის, მურმან ლებანიძის შვილის – ზაზა ლებანიძის გარდაცვალების გამო.
გასულ წელს მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, პატივი მერგო პირადად გამეცნო ბატონი ზაზა, ადამიანი რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის მშობლიურ კუთხეზე.
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ყოველი ჩვენგანისთვის.”
სერგი ხიდეშელი
ონის მუნიციპალიტეტის მერი