ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება რაჭაში, ქალაქ ონში გაიმართა კვირეულის მთავარ თემატიკას „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ წარმოადგენდა და მის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ამავე სახელწოდების კონკურსი გაიმართა

02.05.2024წ.

ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება რაჭაში, ქალაქ ონში გაიმართა
კვირეულის მთავარ თემატიკას „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ წარმოადგენდა და მის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ამავე სახელწოდების კონკურსი გაიმართა.
ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნით ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდაშელი ესწრებოდნენ. სტუმრებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე და ბუნების დაცვის საქმეში თითოეული მოქალაქის, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობასა და წვლილზე ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და ნამუშევრები წარმოედგინათ თემაზე – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ესეს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით. კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ;
ეროვნული პარკების კვირეული ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრილის ბოლო კვირაში აღინიშნება. ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა განახორციელა, მათ შორის, ლექცია-სემინარები გაიმართა სხვადასხვა უნივერსიტეტში. კვირეულს შეუერთდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, რომლებმაც აქტივობები განახორციელეს.
ეროვნული პარკების კვირეული დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (BMZ/ KfW) პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „გოპას“ და „ეკოვიჟენის“ ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა