03.12.2022წ.
ერთად ვუგულშემატკივროთ, ჩვენი რეგიონის, საამაყო სპორტსმენებს!
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონს „მსოფლიოს თასით“ დახურავს.
მსოფლიოს თასის საგზური ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა!
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მონღოლეთის ნაკრებები.
ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას შორის არიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან:
70 კგ – გიორგი ელბაქიძე
79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე
92 კგ – მირიან მაისურაძე
ონის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს ჩვენი კუთხის სასახელო სპორტსმენებს