ევროპის საბჭოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, თბილისში, მორიგი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკების თემაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის გამოცდილებების გაზიარებას დაეთმო

03.10.2023წ.

ევროპის საბჭოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, თბილისში, მორიგი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკების თემაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის გამოცდილებების გაზიარებას დაეთმო.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის ორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ, საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და აღნიშნული პლატფორმის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისფალთა კონგრესისის მომხსენებელმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, ეირინი დურუმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, ათეას აღმასრულებელი საბჭოს ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტის წევრმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, ლევან ჟორჟოლიანმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერიმ.
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე პროცესში ათეა გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან ასოციაცია წარმოადგენს ხიდს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებს შორის, ხელს უწყობს დიალოგს და მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა პრინციპების ლოკალიზაციას ადგილობრივ პოლიტიკასა და ქმედებებში.
გამომსვლელებმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და ეფექტიანობის ამაღლების კუთხით, ადგილობრივი ხელისუფლების გადამწყვეტ როლზე ისაუბრეს, რაც თავის მხრივ, თემებთან ჩართულობას, ადგილობრივი რესურსების მობილიზებასა და მათი საჭიროებების დაძლევის მექანიზმებს მოიცავს.
ღონისძიებას, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა მოდერაციას უწევდნენ, პროექტის უფროსი ოფიცერი, ნინა გელაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელი, ჯულია ნაზონი და ადგილობრივი ექსპერტები ადამიანის უფლებათა სფეროში, თამარ თომაშვილი და ანა არგანაშვილი

Related posts

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით ფრენბურთში მინი ჩემპიონატი გაიმართა

1 ივნისს, დიდ ქართველ პედაგოგს , მწერალს, საზოგადო მოღვაწეს,, რაჭის კოლორიტს სიმონ სხირტლაძეს დაბადებიდან 113 წელი შეუსრულდა