დღეს საქართველოს სახალხო არტისტის სახელმწიფო პრემიის ლაურიატის ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა

01.04.2021წ.

დღეს დიდი ქართველი მსახიობის, ჩვენი კუთხის საამაყო შვილის, საქართველოს სახალხო არტისტის (1979), სახელმწიფო პრემიის ლაურიატის (1985) ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა.
დაიბადა ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაკიეთში,
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი1961 წელს.
1961-1964წწ. იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი. შესრულებული აქვს როლები: მიხა(“მიხა”, 1964), აპარეკა(“ხევსურული ბალადა”, 1965), ჩოფე (“ცისკრის ზარები”, 1967), ივანე(“ივანე კოტორაშვილის ამბავი”, 1974), პაპაი(“წიგნი ფიცისა”, 1983) და სხვ.
გამოცემული აქვს წიგნები.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. – გვ. 325
ზურაბ ქაფიანიძე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003),მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი,მათ შორის:
1985 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1979 – საქართველოს სახალხო არტისტი.
ბიბლიოგრაფია:
1.ასეთი იყო ჩემი საქართველო : მოგონებები, მინიატურები, ჩანახატები (ავტორი). – თბილისი, მერიდიანი, 2011. – 226გვ.. – ISBN: 978-9941-10-451-0
2.ბიქილას საიდუმლო (ავტორი). – თბილისი, შუმერი, 2008. – 120გვ.
3.კაცობრიობის პირველი ანბანი : ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე (ავტორი). – თბილისი, “სამშობლო”-ს სტ., 1997. – 99გვ.
4.შუმერების ანბანი (ავტორი). – თბილისი, ხელოვნება, 1990. – 128გვ.
ზურაბ ქაფიანიძე იყო მოვლენა, კაცი-ლეგენდა ქართულ კინოსა და ქართულ სინამდვილეში. საქართველო იყო მის უზარმაზარ გულში გამოხატული მარგალიტი, ვაჟა ფშაველა კი მისი სულიერი საზრდო და სათაყვანო კერპი. ორივე ჭეშმარიტად განუზომელი სიყვარულით და თავდავიწყებით უყვარდა.
მარადიული სასუფეველი მის კეთილშობილ სულს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ