1
30.10.2025წ
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა.
საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩიეს- ბაჩანა მარკოიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე- პაატა მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციაზე ალავერდ ხვედელიანი და გიორგი მარკოიშვილი.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დარეგისტრირდა ორი ფრაქცია:
1. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ფრაქციის თავმჯდომარე, ვასილ მეტრეველი.
2. ფრაქცია – “ხალხის ძალა” – თავმჯდომარე,დავით მეტრეველი.
განისაზღვრა და დამტკიცდა მუდმივმოქმედ კომისიებში კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილების შედეგად კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე განისაზღვრნენ:
საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ- სერგო ლობჯანიძე;
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ- ვლადიმერ ბერელიძე;
სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ- მამუკა ყავლაშვილი;
განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი მელაშვილი;
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ლევან ორდინიძე.
