35
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კამპანია 2013 წლიდან დაიწყო. გასული წლის დეკემბრიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უნოტარიუსოდ დარჩენილ მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსთა სავალდებულო, სამი წლის ვადით დანიშვნას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ყოველ ხუთშაბათს (სამუშაო საათები: 10:00 – 18:00) ქ.ონში, ადმინისტრაციული შენობის (გამგეობა) მე-3 სართულზე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სანოტარო მომსახურებით.