დიდი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის გიგა ჯაფარიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისავე სახელობის კულტურის სახლში გაიმართა

29.05.2024წ.

დღეს დიდი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის გიგა ჯაფარიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისავე სახელობის კულტურის სახლში გაიმართა.
ღონისძიებაზე, სიყვარულით გაიხსენეს და პატივი მიაგეს დიდ რეჟისორს და ხელოვანს, რომელსაც დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა.
100 წლის იუბილეს ღირსეულად აღსანიშნავად, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლს, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოეყო დაფინანსება, გიგა ჯაფარიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ფილმს იღებს რეჟისორის შვილიშვილი და მისი მოსახელე გიგა ჯაფარიძე.
ასევე, 2024 წლის ონელობის სახალხო დღესასწაულის მთავარი ლაიტმოტივი იქნება რეჟისორის ცხოვრება და შემოქმედებაა.
ჩვენი დიდი სურვილია საამაყო თეატრალის სახელი თაობიდან თაობას გადაეცემოდეს, რისთვისაც საიუბილეო წელს დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებით-კულტურული ღონისძიებები.
გიგა ჯაფარიძის სახელს დღემდე ყველა ონელი პატივისცემით წარმოთქვამს. ონის კულტურის ცენტრი და ცენტრალური პარკი დიდი სიყვარულისა და პატივსცემის ნიშნად მის სახელს ატარებს.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო