დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა

19.12.2024წ.

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა.
კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ქსელში ავარიული დაზიანების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ონის მუნიციპალიტეტს.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები და სავარაუდო მიწოდება 20:00 საათისთვის აღდგება.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები.
ასევე, გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: გლოლა, ჭიორა, საკაო, ლაჩთა, ჭალა, კვაშხიეთი.
ხვალ დილიდან აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება სამუშაოები და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს