16
28.03.2022წ.
28 მარტს, დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში როგორც საავტომობილო ასევე შიდა სასოფლო საუბნო გზებზე გადაადგილება შეფერხდა.
დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროენერგიის ცენტრალური ქვესადგურის შემავალი ხაზი, რამაც მუნიციპალიტეტის მაშტაბით ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება გამოიწვია, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.
ასევე ონი – შოვის მიმართულებით, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, თოვლის წმენდის სამუშაოები ხვალ დილიდან სხვადასხვა მიმართულებით განახლდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს