დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

19.12.2024წ.

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.
დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე თოვლწმენდის სამუშოები სრულად განხორციელდა ქალაქ ონში და მუნიციპალიტეტის 19 სოფელში.
გაიწმინდა სოფელ ღების, გლოლის, ჭიორის, ლაგვანთის, საკაოს, ღარის მიმართულებით საავტომობილო გზები, იწმინდება შეუბნის და კომანდლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები. თოვლის წმენდა ასევე გრძელდება სორის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გზების წმენდის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია როგორც ქალაქ ონში, ისე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო