დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

28.11.2024წ.

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან პრობლემურ უბნებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
გზების წმენდის პარალელურად ატიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობას.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.

Related posts

15 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართება

ლექციები რაჭის მუზეუმში

“მუსიკალური ზაფხული 2026 – ონი”