დაწყებითი საფეხურის კითხვისა და მათემატიკის 31 საუკეთესო მასწავლებელს შორის ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა შერაზადიშვილია

18.08.2021წ.

დაწყებითი საფეხურის კითხვისა და მათემატიკის 31 საუკეთესო მასწავლებელს შორის ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა შერაზადიშვილია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თეონა შერაზადიშვილს დამსახურებულ აღიარებას და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
გაიცანით დაწყებითი საფეხურის კითხვისა და მათემატიკის 31 საუკეთესო მასწავლებელი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს მომავალში.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაში ეხმარება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ აღიარებას ყველა მასწავლებელს, მათ მოსწავლეებს, სკოლებსა და რეგიონებს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა