92
18.08.2021წ.
დაწყებითი საფეხურის კითხვისა და მათემატიკის 31 საუკეთესო მასწავლებელს შორის ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა შერაზადიშვილია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თეონა შერაზადიშვილს დამსახურებულ აღიარებას და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
გაიცანით დაწყებითი საფეხურის კითხვისა და მათემატიკის 31 საუკეთესო მასწავლებელი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს მომავალში.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაში ეხმარება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ აღიარებას ყველა მასწავლებელს, მათ მოსწავლეებს, სკოლებსა და რეგიონებს