გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

28.12.2024წ.

დღეს გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, სამუსიკო სკოლის და კულტურის სახლის სხვადასხვა შემოქმედებითი წრის აღსაზრდელებმა.
ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა “ჩემი პირველი კომპიუტერი” პროექტის ფარგლებში, 2023 – 2024 სასწავლო წელის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო