გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში 14 ნოემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ალექს ჩიღვინაძე დრამატურგიულ სახელოსნოს გაუძღვება.

14.11.2023

სასიამოვნო სიახლე!
გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში 14 ნოემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ალექს ჩიღვინაძე დრამატურგიულ სახელოსნოს გაუძღვება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 12-17 წლის ახალგაზრდებს.
პროექტის მიზანია:
ბავშვებისთვის სოციალურად აქტიური დოკუმენტური თეატრის კონცეფციის გაცნობა;
შემოქმედებითი წერის უნარების ამაღლება;
საბავშვო პიესის შექმნა;
პროექტის მიმდინარეობა: ნოემბრის თვეში, ორი კვირის განმავლობაში, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები შეიკრიბებიან და გაეცნობიან თეატრის მოკლე ისტორიას, პიესის წერის საფუძვლებს.
განსაკუთრებული ყურადღება დოკუმენტურ თეატრს დაეთმობა. ბავშვები მოამზადებენ ინტერვიუებს, ერთმანეთთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. სწორედ ამ ინტერვიუებზე და მათ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწერება პიესა.
პროექტის დასასრულს ბავშვები წაიკითხავენ პიესას.
პროექტს წარუძღვება საბავშვო მწერალი, სცენარისტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე. მისი პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა : ბოლნისის, ფოთის, ზუგდიდის, მარნეულის, ბორჯომის, მარჯანიშვილის და სამეფო უბნის თეატრებში. არის პრემია ‘საბას’ ორგზის და თუმანიშვილის პრემიის ოთხგზის ლაურეატი. მიღებული აქვს თეატრალური პრემია ‘დურუჯი’ წლის საუკეთესო პიესისთვის, გოგებაშვილის და ‘ნაკადულის’ პრემიები საუკეთესო საბავშვო პიესისა და საუკეთესო სურათიანი წიგნისთვის.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა