გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა

by magda

21.12.2021წ

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული საგრანტო პროგრამით, ამჯერად ონსა და სენაკში მცხოვრებმა 11 – მა ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი იდეის განხორციელება, რაც აღნიშნულ პირებს, სამომავლოდ, ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.
პროექტი -„ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა“ რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში 5 ივნისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად, გრანტის სახით, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა.
გრანტის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, ბიზნეს იდეის შემუშავება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა წარმოადგენდა.
პროექტის ხელმძღვანელისა და მასში ჩართული ექსპერტების განცხადებით, პანდემიამ ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა უარყოფითი გავლენა. აღნიშნული პროგრამა კი, საჯარო ინსტიტუციებს ხელს უწყობს მოქალაქეებზე ორიენტირებული სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში, რაც ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content