32
გასული ორი დღის გამმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდ.ღარულას წყლის დონის მკვეთრი მატება. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დამცავი ჯებირი და დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი-არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი-ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე-შუქურა ჯაფარიძე და მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.