გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სოფელ მრავალძალში დასუფთავების აქცია გაიმართა

by magda

23.05.2025წ.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ მრავალძალში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
სოფელ მრავალძალში დასუფთავდა ტაძრის ტერიტორია, ეკალ-ბარდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა საავტომობილო გზის მიმდებარე ადგილები, გაითიბა სასაფლაო, გზის პრობლემურ მონაკვეთებზე გაიკაფა ხეები და გაიწმინდა სავალი ნაწილი.
დასუფთავების აქციის პარალელურად, მომლოცველთა შემოწირულობით შეგროვებული თანხით და შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის ჩართულობით მრავალძლის ტაძრის ეზოში დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინიატრაციის ინიციატივით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content