განცხადებების მიღება დაიწყო

15.08.2024წ.

განცხადებების მიღება დაიწყო
18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარების მიზნით 2024 სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
საბანკო ანგარიში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა