განცხადება

20.11.2020წ.

მოქალაქეთა საყურადღებოდ
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შექმნილია სპეციალური მონიტორინგის ჯფუფი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის აღკვეთის მიზნით, ყოველდღიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების მიმართ. შექმნილია მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც უფასოა. მოქალაქეებს შეუძლიათ დღის 09.00 – 21.00 საათამდე დარეკონ და ისინი მიიღებენ ინფორმაციას, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მოქალაქეების დაინფიცირების აღკვეთის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი, თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება სამართლებრივი ღონისძიებები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა დაიცვათ იზოლაციის და საკარანტინო ნორმები , ასევე სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური წესები, შეწყვიტოთ საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაუფრთხილდით საკუთარ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს