განცხადება

27.04.2020წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!
გაცნობებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების, ჭიორის, შქმერის და ქალაქ ონის განვითარების კონცეფცია, რომელსაც ამტკიცებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტი ითვალისწინებს აღნიშნული ტერიტორიების შენარჩუნებული ეკოსისტემების, კულტურული ლანდშაფტების, მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, არსებული ტყის რესურსების შენარჩუნებას და საკურორტო ტერიტორიის ზონირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისაგან მოსაზრებები და შეფასებები მისი შესაძლო გათვალისწინების მიზნით. დოკუმენტის გასაცნობად გთხოვთ, ეწვიოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ. გვერდს https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტები) სადაც განთავსებულია ქალაქ ონის, სოფელ ღების, ჭიორის და შქმერის განვითარების კონცეფციის ტექსტური და გრაფიკული ნაწილები.
ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და შეფასებები ელექტრონულ მისამართზე: onismeria@gmail.com ან მისამართზე ონის მუნიციპალიტეტის მერია, აღმაშენებლის ქ N40.
საკონტაქტო ტელეფონი: ადმინისტრაცია. მობ. 591010361 / 591010363
პატივისცემით, ონის მუნიციპალიტეტის მერია.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, სოფელ გომში შიდა სასოფლო გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ორბას“ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო